სასწავლო პროექტი


  1. პროექტის სახელწოდება: სახელმწიფო სიმბოლოები: დროშა და გერბი;
  2. პროექტის მთავარი იდეა: შექვმნათ ჩვენი სკოლის სიმბოლიკა;
  3. პროექტის აქტუალობა: რამდენად იცნობს მოსწავლეები ჩვენი ქვეყნის სიმბოლიკას;
  4. პროექტის მიზნები: საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების ისტორიის შესწავლა, მათი როლისა და მნიშვნელობის გაცნობა;
  5. მონაწილეთა ასაკი: 14–15 წელი.
  6. ვადები: ერთი თვე;
  7. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებში სიმბოლოებისადმი პატივისცემის, სიყვარულის და ერთგულების გრძნობების გაღვიძება.
  8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმწიფო ატრიბუტებზე მიძღვნილი ნაშრომები, ატრიბუტების ნიმუშები, საინფორმაციო ბუკლეტები, სლაიდები, აუდიო და ვიდეო დისკები;
  9. პროექტის მსვლელობა: მონაწილეები გაიყოფა 2 ჯგუფად. I ჯგუფს დაევალა საფუძვლიანად გამოეკვლია, თუ როგორი იყო საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოები ჯერ კიდევ XII საუკუნეში, ატრიბუტებთან დაკავშირებით ეწარმოებინათ სალექსიკონო მუშაობა. 
           II ჯგუფს დაევალა შეექმნათ სკოლის სიმბოლიკა. 
           I ჯგუფმა საუკეთესო წარმოაჩინა საქართველოს სახელმზიფოს სიმბოლოები, ისაუბრეს სახელმწიფო და სამეფო დროშებზე, აჩვენეს ელექტრონული პრეზენტაცია. ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს ომ სამეფო დროშას, მე–12 მე–13 საუკუნეებში საქართველოს ძლევამოსილ მეფეთა სახელებსაც უწოდებენ: გორგასალიანს, დავითიანს და ა.შ. 
          ქართული დროშისადმი, როგორც ,,ერის პატიოსნების, ერის ღირსებისადმი'' ქართველი კაცის უსაზღვრო სიყვარულის და მისთვის თავგანწარვის ნათელი მაგალითი, ყოველთვის აღწერილია ისტორიაში, როცა ისინი მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად მიდიოდნენ და წინ სამშობლოს დროშა მიუძღოდათ. 
           მოსწავლეებმა კარგად გაიაზრეს დიდი ილია შეგონება: ,,დროშას ყოველი პატიოსანი, ყოველი ერი თაყვანსა სცემს, როგორც ემბლემას ერის პატიოსნებისასს, ერის ღირსებისას, რომლის შეუმწიკვლელად დაცვისათვის არათუ ცალკე კაცი, არამედ მთელი ერი სიცოცხლეს არ ზოგავს და მისთვის სიკვდილი სახელად და დიდებად მიაძნიათ.''
         ატრიბუტებთან დაკავშირებით კვლევა–ძიების შედედგად მოსწავლეებმა გაიმდიდრეს ლექსიკური მარაგი: ,,სამიწაწყლო გერბი'', ,,საგვარეულო გერბი'', ,,ემბლემა'',  ,,ბაბრაყი'' (ეკლესიის დროშა) და ა.შ.
        ბოლოს მოსწავლეებმა გამოკვლეული მასალებით ისაუბრეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშისა და გერბის შექმნის ისტორიაზე. 
        II ჯგუფი: ერთი კვირის შემდეგ მოახდინეს სკოლის სიმბოლიკის პრეზენტაცია, მათ ნათლად წარმოაჩინეს სიმბოლოების ცალკეული დეტალები და მათი სიმბოლური მნიშვნელობა. აღნიშნეს, რომ მზე–მზიურ საქართველოს უღრუბლო ზეცას, დედაენა – მშობლიური ენის სიყვარულს, მტრედი – მშვიდობის, ჩირაღდანი – ცოდნის დაუფლების წყურვილს აღნიშნავს. 
       პროექტის მიზანი მიღწეული აღმოჩნდა, ბავშვებმა გამოამჟღავნეს ძიების, კვლევისა და შემოქმედებითი მუშაობის უნარი. საკითხის საფუძვლიანი ცოდნა, დამოუკიდებელი აზროვნების, ანალიზის, თავისუფალი აზრის გამოხატვის, ლოგიკური მსჯელობის კულტურა. 
10. საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია, ლიტერატურა. ისტ–ი.
11. პროექტის ხელმძღვანელი: დოდო გოთუა;
12 ხელმძღვანელის ელ–ფოსტა: dodogotua@gmail.com